
2019 წელს სომხეთში ეკონომიკური ზრდა შეიძლება აღემატებოდეს 7% -ს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა მაღალი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა და მიმდინარეობს მუშაობა პირობების უზრუნველსაყოფად. ”საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სომხეთი უნდა ისწრაფვოდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდისკენ. მოკლევადიან პერსპექტივაში აუცილებელია 7-8%-ის უზრუნველყოფა ”, – განაცხადა მინისტრმა.
ამავე დროს, ტიგრან ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, აუცილებელია ინვესტიციების საკმარისი დონის შექმნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს დიდი ინვესტიციები ხორციელდება არდგენითი ენერგიის, მშენებლობის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის, მეღვინეობის და ოქრომჭედლობის სფეროში.