პოლიტიკა

ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატთა დახურული და ფარული კენჭისყრით მიღებულ იქნა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის (წევრის) ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ“ ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილების პროექტი.

პარლამენტის სააღრიცხვო კომიტეტის თავჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოკაკიმიანმა ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდა 101 დეპუტატი, პროექტს მხარი დაუჭირა 98 დეპუტატმა, 1 წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ  დეპუტატები მხოლოდ ფრაქციებიდან “ჩემი ნაბიჯი” და “განათლებლური სომხეთი”. აღორძინებული სომხეთის პარტიის (PAP) წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ხმის მიცემაში მონაწილეობას  არ მიიღებენ, რადგან ,,ჩემი ნაბიჯის“ ამ პროექტს აქვს სამართლებრივი ხარვეზები.

ნახეთ მეტი
Back to top button