ეკონომიკა

ერევანში WCIT 2019-ის ფარგლებში მინისტერიალი გაიმართება

8 ოქტომბერს, ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენციის (WCIT 2019) ფარგლებში, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიის  ინდუსტრიის სამინისტროში გაიმართება მინისტერიალი თემაზე: ”ეფექტური ციფრული ტრანსფორმაციების ეროვნული სააგენტოების პროექტირება და განხორციელება”  (“Designing and Executing an Effective ICT Blueprint for National Transformation”).

სომხეთის  მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტროს გადმოცემით, 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციამ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ვიცე-პრემიერ მინისტრები, მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, უკვე დადასტურეს სომხეთის ისტორიაში ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში მონაწილეობა. მინისტრების მრგვალი მაგიდის ფარგლებში, სომხეთი გაუზიარებს დამსწრეებს თავის  წარმატებებსა და ხედვას ეროვნული გარდაქმნის სფეროში.

მონაწილეები ასევე განიხილავენ ადგილობრივი და გლობალური გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელ გზებსა და შესაძლებლობებს მაღალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების გზით. „WCIT 2019“  იტ  მსოფლიო ფორუმი  გაიმართება  ერევანში 6-9 ოქტომბერს სომხეთის მთავრობის ეგიდითა და მხარდაჭერით.

ნახეთ მეტი
Back to top button