სპორტი

არონიანი მონაწილეობას მიიღებს ჰამბურგის გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირში

ცნობილი სომეხი  მოჭადრაკე  ლევონ არონიანი მონაწილეობას მიიღებს გრან პრის გათამაშებაში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. გრან პრის მორიგი  ტური  ჰამბურგში 4-17 ნოემბერს გაიმართება.

20 მონაწილეს შორისაა ანში გირი (ნიდერლანდები), მაქსიმ ვაშიერი-ლაგრავი (საფრანგეთი), შაჰრიარ მამადიაროვი (აზერბაიჯანი), ვესლი სონი (აშშ), სერგეი კარიააკინი (რუსეთი), ჰაკარუ ნაკამურა (აშშ) და სხვები.

მანამდე კი არონიანი მონაწილეობას მიიღებს ოქტომბერში ევროპის ნაკრების ჩემპიონატში, რომელიც  ჩატარდება ბათუმში.

ნახეთ მეტი
Back to top button