ეკონომიკა

ეთიოპიის, მალაიზიის და სხვა ქვეყნების მინისტრები DigiTec– ში გაეცნენ სომხური საინფორმაციო ტექნოლოგიების ნაწარმს

სომხეთში ჩამოსული დელეგაციების ხელმძღვანელები და წევრები, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე, გეღამ ვარდანიანის თანხლებით, ეწვივნენ DigiTec Expo Center- ს.

“არმენპრეს”-ის უწყებით, ცენტრმა მათ წარუდგინა სომხეთის ტექნოლოგიური პოტენციალი, სომხური კომპანიების ნაწარმი.

საინჟინრო ლაბორატორიების ,,არმათ“-ის დამფუძნებელმა დირექტორმა კარენ ვარდიანანმა და ეთიოპიის საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა სისაი ტოლამ, Digitec–ის ფარგლებში ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

ეთიოპიის საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის თანახმად, ეთიოპიაში უნდა შეიქმნას 51 საინჟინრო ლაბორატორია  „არმათ“-ი.

მალაიზიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სახელმწიფო მინისტრმა ზაირილ ხირ ჯოარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ სფეროში გამოცდილების გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია.

”აქ არის სხვადასხვა ორგანიზაცია, დამწყებიდან შემდგარებამდე. ძალზე მნიშვნელოვანია საინფორმაციო სფეროში ახალგაზრდების ჩართვა, რადგან დღეს სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და მომავალი ძალიან არის დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან”, – აღნიშნა ჯოჰარიმ და აღნიშნა, რომ მათზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა  კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა ,,თუმო“-მ, რომლის ქონასაც ისინი ისურვებდნენ მალაიზიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button