ერევანში გახსნილ WCIT-2019- ში მონაწილეობს 20-ზე მეტი ქვეყნის მინისტრთა დელეგაცია
ერევანში სტარტი აიღო საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენციამ WCIT-2019. WCIT-2019 ოფიციალური ნაწილის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მომსახურების მსოფლიო ალიანსის (WITSA) პრეზიდენტი ივონ ჩიუ და WCIT 2019 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის თავმჯდომარე, ალექსანდრე ესაიანი.
WCIT 2019 ეძღვნება თემას “დეცენტრალიზაციის ძალა. პერსპექტივები და რისკები ”. კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემაა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თუ პოზიტიურად და ნეგატიურად როგორ აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას, მათ გავლენას მოგებასა და კეთილდღეობაზე, საიმედოობაზე და უსაფრთხოებაზე, დემოკრატიასა და კაცობრიობაზე. კონფერენციის 2500-ზე მეტი მონაწილე წარმოადგენს 70 ქვეყანას. სომხეთში ჩამოსულია 20 – ზე მეტი ქვეყნის მინისტრთა დელეგაცია, 2000 – ზე მეტი მონაწილეთი. ჩამოვა 23 დელეგაცია, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ინდუსტრიის მინისტრები, მათ შორის ირანიდან, საბერძნეთიდან, ლიბანიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, მალაიზიიდან და ეთიოპიიდან. 6 ოქტომბერს, კონფერენციის გახსნა აღინიშნა დიდი კონცერტით, რომლის დროსაც 15 ქვეყნის მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრმა, სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, სერგეი სმბატიანის ხელმძღვანელობით, დაუკრა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა. WCIT-2019 სტ მსოფლიო ფორუმი ერევანში ჩატარდება 6-9 ოქტომბერს. კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, ამერიკელი სომეხი ბიზნესმენი და Reddit ვებსაიტის თანადამფუძნებელი და Initialized Capital ვენჩურული კომპანიის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი.