ეკონომიკამთავარი

სომხეთს აქვს შანსი გახდეს ტექნოლოგიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ტექნოლოგიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი. ამის შესახებ განაცხადა სრ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მსოფლიო კონფერენციაზე ,,WCIT 2019’’ სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნა რა, რომ სომხეთში არაძალადობრივი, ხავერდოვანი, დემოკრატიული რევოლუცია მოხდა დეცენტრალიზაციის გზით, ნიკოლ ფაშინიანმა დასძინა, რომ ამ პოლიტიკური რევოლუციის შემდეგ, სომხეთი ახლა ეკონომიკური რევოლუციის ეტაპზეა, რომელიც ასევე ხდება დეცენტრალიზაციის წყალობით, რადგან მთავრობა თვლის, რომ ეკონომიკური რევოლუციის ყველა მთავარ საშუალებად ითვლება მოქალაქის ინდივიდუალური ძალისხმევა, მისი ინდივიდუალური ინიციატივა, რომელსაც ის აკეთებს არა მთავრობის ბრძანებით, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებებით, საკუთარი მიზნებით, თავისი პირადი ამბიციებით.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი განიცდის შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, რაც დარწმუნებით აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მიმდინარე ეკონომიკური რევოლუცია თავის მხრივ გამოიწვევს ტექნოლოგიურ რევოლუციას.

”ჩვენ შევძლებთ სომხეთის ერთ – ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ინოვაციურ ქვეყნად ქცევას მსოფლიოში – ნამდვილ ტექნოლოგიურ ცენტრად”, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიზანი ხელმისაწვდომად და რეალისტურად მიგვაჩნია, რადგან სომეხი ხალხის მრავალრიცხოვანი შვილი არის ცნობილი ტექნოლოგიური ინოვაციების ავტორი.

მან ჩამოთვალა ზოგიერთი მათგანი, მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი მიგ თვითმფრინავის ავტორი, არტიომ მიკოიანი, აშშ-ს არმიაში გამოყენებული აირწინაღების ავტორი, არტურ ბლბულიანი, პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვარაზდატ კაზანჩიანი და სხვები.

ნახეთ მეტი
Back to top button