პოლიტიკა

არცახში მეგობრობის ფორუმი გაიმართება

11 ოქტომბერს სტეფანაკერტში 30 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “პარტნიორობა სამართლიანობისა და მშვიდობისათვის”, რომელიც მიზნად ისახავს რესპუბლიკის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას უცხო ქვეყნების სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებთან, გარდა ამისა  არცახის მხარდამჭერების, პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების ქსელის შექმნას.

კონფერენციას დაესწრებიან საპარლამენტო მეგობრული ჯგუფებისა და წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც   პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დელეგაციები იმ რეგიონებიდან, რომლებმაც აღიარეს არცახის დამოუკიდებლობა ან თანამშრომლობენ მასთან. ერთობლივ ჯამში  150 საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოღვაწე და ინტელიგენციის წარმომადგენელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button