ეკონომიკა
სომხეთის შეიარაღებულ ძალებში ხდება თანამედროვე ტექნიკის დანერგვა: არტაკ დავთიანი
მიმდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში აღჭურვილობის განახლება და სისტემის მოდერნიზაცია. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა.
”შეიარაღების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გავზარდეთ საზენიტო იარაღის ბრძოლისუნარიანობა და სიმაღლე, ასევე გარკვეული მოდელების მოდერნიზაცია. ტანკსაწინააღმდეგო დისტანცია ორჯერ გაიზარდა, ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული სამუშაოები საბრძოლო ველზე ტანკსაწინააღმდეგო პერსონალის უსაფრთხოებისა და სიცოცხლისუნარიანობის ასამაღლებლად”, – თქვა დავითაიანმა.
როგორც გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, იარაღის განხლება მუდმივად მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში მთლიანად შეიცვლება.