ეკონომიკა

სომხეთი შეყვანილი იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ორგანიზაციის უცხოური უშუალო ინვესტიციების ინდექსში

ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა სემინარი, რომლის დროსაც OECD– ის ექსპერტებმა წარადგინეს OECD– ს საგარეო ინვესტიციების რეგულირების (ODI) შეზღუდვის ინდექსი, რომელშიც შეყვანილი იქნა სომხეთიც. სემინარში მონაწილეობას ღებულობდა  OECD– ს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი უილიამ ტომპსონი.

როგორც იუწყებიან ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან , სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არმან ჰოვნანიანმა  აღნიშნა, რომ სომხეთს, OECD– ს საგარეო ინვესტიციების რეგულირების შეზღუდვის ინდექსში შესვლით  შესაძლებლობა მიეცემა  გააუმჯობესოს საინვენსტიციო  გარემო, მოახდინოს შედარებები ინდექსში შესულ ქვეყნებთან, შეაფასოს  მიმდინარე შეზღუდვების პოტენციური გავლენა უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე, იპოვნოს  ინვენსტიციებისათვის უფრო მარტივი რეგულირების გზა, ხოლო საინვენსტიციო კანონმდებლობა გახადოს უფრო ღია.

”ნიშანდობლივია, რომ სომხეთმა ამ ინდექსში შესვლისთანავე დაიკავა  საკმაოდ მაღალი პოზიცია და გამოჩნდა პირველ ათეულში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიმდინარე პირდაპირი შეზღუდვები უცხოური ინვესტიციების სისტემის მიმართ  დიდი არ არის და სომხეთის საინვესტიციო ველი საკმარისად ლიბერალიზებულია”, – დასძინა მან.

OECD TSO შეზღუდვის ინდექსში ამჟამად შედის OECD– ის ყველა წევრი ქვეყანა და დაახლოებით სამი ათეული არა წევრი ქვეყანა, მათ შორის G20-ის წევრები.

ინდექსი აფასებს ქვეყნის შეზღუდვების დონეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულირების კონტექსტში და ის  მოიცავს 22 სფეროს.

ნახეთ მეტი
Back to top button