ეკონომიკამთავარი

ჩვენ ვმუშაობთ ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნების რიცხვში ღირსეული ადგილის დასაკავებლად: ტ. ავინიანი

სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი 2019 წლის 7 ოქტომბერს  ისტორიულ დღედ მიიჩნევს სომხეთისათვის. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა, რომ საუკუნეების განმავლობაში სომხეთი  ინოვაციის, მეცნიერული მიღწევებისა და შემოქმედებითი მიდგომების სათავეში იდგა.

”ის, რომ ჩვენ ერევანში მთავრობის მაღალი ეგიდით ინფორმაციული ტექნოლოგიების ფორუმ  «WCIT 2019»-ს ვმასპინძლობთ, რომელიც ამ სფეროში ერთ – ერთი ყველაზე პრესტიჟული მოვლენაა, ნიშნავს, რომ ჩვენის  ქვეყანას სერიოზულს პრეტენზია  აქვს იმაზე, რომ  რომ იყოს მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში. ფაქტობრივად, კონფერენციის დაწყებამდე, სომხეთი მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და გადაიქცა გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო კვანძად ”- თქვა ავინიანმა.

მისი თქმით, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სომხეთის მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და ბოლო წლებში სექტორის საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 27-28% იყო. მთავრობა არ იშურებს  ძალისხმევას  საწყის ეკოსისტემისა და ინოვაციისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად.

”შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთში ჩამოყალიბდა თანამედროვე და დინამიური სტარტაფული კულტურა, რომლის წყალობითაც ბევრი  ჩვენს ქვეყანას უწოდებს ახალ სილიკონის ველს. მომდევნო სამი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივ, რეგიონალურ, არამედ მსოფლიო  დონეზეც, რადგან კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს  მთელი კაცობრიობისთვის საკვანძო საკითხებს. ამრიგად, ჩვენ ამჟამად  წარმოვადგენთ იმ ქვეყანს, სადაც განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები ”- თქვა ვიცე-პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button