კულტურამთავარი

ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი განვითარების ნაბიჯებს დგამს.

საქართველოს სომხებით დასახლებული ჯავახეთი, სომხეთთან უფრო ახლოსაა ვიდრე თბილისთან და ზღვისპირა აჭარასთან, მაგრამ სომეხი ტურისტებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ტურიზმის ექსპერტები თვლიან, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო უკანა პლანზე გადატანილი ეს მიმართულება შეიძლება განვითარდეს, რადგან მისი აღმოჩენა შესაძლებელია ყველა სეზონში: ახლოსაა, სომხებისთვის ხელმისაწვდომი.

სომხეთში და საქართველოში, ერთდროულად ცდილობენ ჯავახეთის ტურიზმის მიმართულების განვითარებას. ქვეყანაში, ფაქტობრივად, კიდევ ერთი უხვი ღირსშესანიშნაობის მქონე ეს რაიონი წლების განმავლობაში ტურისტულ ადგილად არ მიიჩნეოდა. დღეს, როდესაც ტურიზმი გახდა საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, დიდი ყურადღება ეთმობა ქვეყნის სამხრეთით მდებარე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს.
თითქმის 90 პროცენტით სომხებით დასახლებულ ამ რეგიონში ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნებაა, სომხური და ქართული, გვერდიგვერდ. “რადიოლურ”–თან საუბრისას ტურიზმის სპეციალისტი, საზოგადოება “ტურისტას” ცენტრის დირექტორი მარია სარგსიანი ამბობს:

”აღსანიშნავია ვარძიის, ხერთვისის ციხე, რაბათის ციხე, საფარის მონასტერი, ბორჯომი, რომელიც მინერალური წყლების დაუჯერებლად მდიდარი ადგილია. მე მრავალი ტურისტი მინახავს აქ, ვფიქრობ, რომ სომხეთიდანაც უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, რადგან ეს საკმაოდ მოსახერხებელია, პირველ რიგში, ხელმისაწვდომია. ამ ეტაპზე გზა რემონტდება, არც ისე შორსაა, ჩვენ უფრო მალე ჯავახეთში ჩავალთ, ვიდრე თბილისში”.

სპეციალისტები ახლა ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ პაკეტების შემუშავებით და დამზადებით იმყოფებიან რეგიონის სხვადასხვა კუთხეში, აგროვებენ ახალ ამბებს და ტრადიციებს, რომლებიც გამოირჩევა ადგილობრივ მოსახლეობაში. შეიძლება ითქვას, რომ ექსკურსიათმძღოლები საქართველოში და სომხეთში მხოლოდ ახლა ადგენენ ინფორმაციას ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ. მარია ამბობს, რომ მათ ასევე იპოვეს ახალი ისტორიები თამარ მეფის დროს აშენებული მღვიმის ვარძიის საინტერესო ლეგენდის შესახებ.
”ვარძიის ისტორიაში საუბარია ქართველი თამარ მეფის და სომეხ ივანე ზაქარიანის ლამაზ ამბავზე. ეს იყო სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერიოდი”.

ყველა მოსათხრობ ლეგენდას ტურისტებს წარუდგენენ. დღეს უკვე საქართველოში ჩამოსული ტურისტების ნაწილი ასევე სტუმრობს ჯავახეთს და წალკას. ამ სომხებით დასახლებულ ადგილებში, ადგილობრივები იწყებენ თავიანთი სახლების სასტუმროებად გადაკეთებას. სოფელ დაშბაშიდან  არჩეული წალკის საკრებულოს დეპუტატი, არმენ მკრტჩიანი, რომელმაც დატოვა ბიზნესი კვიპროსში და ბაბუის სახლში დაბრუნდა, გაარემონტა ის და საოჯახო სასტუმროდ აქცია, ამბობს, რომ დაშბაში გახდება საქართველოს უსაყვარლესი ღირსშესანიშნაობა. დაშაბაშის ხეობისკენ მიმავალი გზა ჯერ არ არის გარემონტებული; აქ ამჟამად დიდი პროგრამა დაიწყო, ყოველ შემთხვევაში იზრდება ტურისტების ნაკადი;

”ბოლო წლებში მე სოფლის მოსახლეობას ვეუბნებოდი, რომ გაარემონტონ თავიანთი სახლები, გადააკეთონ საოჯახო სასტუმროებად, გახსნან რესტორნები და კაფეები. თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ამას, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ სოფლით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს”.
მარია სარგსიანი თვლის, რომ ჯავახეთი და წალკა თვით სომხებისთვის საინტერესო მიმართულებებია;
”აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ საზღვრის გადაკვეთით ჯავახეთში შედიხართ, გარშემო ყველა სომეხია. ისინი სხვა ქვეყანაში საუბრობენ სომხურ ენაზე, სომხური  წარწერებია, თქვენ უკვე გრძნობთ სომხურ სულს. თქვენ გრძნობთ თავს პატარა სომხეთში”.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ჯავახეთის მიმართულების ტურების პაკეტებში შეტანით, არა მხოლოდ გამოაჩენენ ჯავახეთის უხილავ საოცრებებს, არამედ ხელს შეუწყობენ ადგილობრივ სომეხთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close