ეკონომიკამთავარი

ივონ ჩუ: ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ახდა სომხური ოცნება

ვამაყობ სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის  ჩატარების გამო.  ამის შესახებ  განაცხადა  ერევანში საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო ფორუმის საბოლოო პრეს-კონფერენციისას  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომსახურეობების მსოფლიო ალიანსის თავმჯდომარემ ივონ ჩუმ.

ივონ ჩუმ აღნიშნა, რომ იგი მაისში იმყოფებოდა სომხეთში, შეხვდა სომხეთის პრემიერ- მინისტრს და დარწმუნდა, რომ სომხეთში მზად არიან ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ფორუმი  ჩაატარონ უმაღლეს დონეზე.

”მას შემდეგ მე  რამდენჯერმე ჩამოვედი სომხეთში და ყოველი ჩამოსვლისას შესამჩნევი იყო პროგრესი.  მთელი ქვეყანა მუშაობდა ამ კონფერენციისთვის.  მე მეტად  მოხარული ვარ და მადლობელი. ჩვენ მოწმენი გავხდით , თუ როგორ გადაიქცა ოცნება რეალობად“,-  თქვა ივონ ჩუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button