მიდის თუ არა გახარია მოსკოვში? პრემიერ-მინისტრი განმარტავს
ქართული მასმედიით გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი გახარიას ვიზიტი მოსკოვში ნოემბერში იგეგმება, სადაც შეხვედრებს გამართავს კრემლში.
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთში მისი მოსალოდნელი გამგზავრების შესახებ.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს განუცხადა დასმულ კითხვაზე პასუხად.
„არ ვადასტურებ“, — განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტს.
ქართული მასმედიით გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი გახარიას ვიზიტი მოსკოვში ნოემბერში იგეგმება, სადაც შეხვედრებს გამართავს კრემლში. საინფორმაციო საშუალებების აზრით, სწორედ ამ ვიზიტს ეძღვნებოდა ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეაზე გამართული შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომელიც პირველად შედგა 2008 წლის ომის შემდეგ.
აღნიშნული ინფორმაცია უარყო საქართველოს საგარეო უწყებამაც. სამინისტრო ჰპირდება საზოგადოებას, რომ აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.