საზოგადოება

რობერტ ქოჩარიანს ოპერაცია ჩაუტარდა

სომხეთის მეორე პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ოპერაცია ჩაუტარდა  სამედიცინო ცენტრ ,,იზმირლიან“–ში. ამის შესახებ “არმენპრესთან” საუბარში განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა არმენ ჩარჩიანმა.
”მას დღეს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მე მეტი ინფორმაციის მიცემა არ შემიძლია”,- აღნიშნა არმენ ჩარჩიანმა.
რობერტ ქოჩარიანი 8 ოქტომბერს გადაიყვანეს იზმირლიანის სამედიცინო ცენტრში.
1 მარტის საქმით ბრალდებული რობერტ ქოჩარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 30 სექტემბერსა და 4 ოქტომბერსაც.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close