პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ვადები გახანგრძლივდა: სამინისტროს განმარტება

მეორე მოქალაქეობის მიღების კუთხით შექმნილი პრობლემების გადაჭრა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მსურველთა დიდი რაოდენობის გამო სხვა ქვეყნის პასპორტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის განაცხადების შეტანის ვადა გააგრძელა.

საქართველომ, კანონის თანახმად, მოქალაქეობა ჩამოართვა არაერთ ადამიანს, რომელიც გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

2018 წლის 15 აგვისტოდან 2019 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 9,3 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, განაცხადა ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ.

მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით, განაცხადა სარჯველაძემ.

ცვლილებები ეხებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე მიიღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ არ დაუკარგავთ საქართველოს მოქალაქეობა.

ხოლო მათ, ვინც უკვე დაკარგა ქართული პასპორტი, შესაძლებლობა ექნებათ დაიბრუნონ ის, თუ სააგენტოს 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ. მათ ქართული ენის ცოდნის ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პასპორტის შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს თანხმობა მიღებულია სხვა ქვეყნის პასპორტის მიღებამდე. მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის კავშირი საქართველოსთან დამაჯერებელია და ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ჩამოართვა რამდენიმე ადამიანს მოქალაქეობა, რომლებმაც უცხო ქვეყნის პასპორტი პროცედურების დარღვევით აიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close