სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მოიწვია 15 ოქტომბერს სომხეთში.
ამის შესახებ „არმენპრესთან“ საუბარში განაცხადა სომხეთის პრემიერ- მინისტრის სპიკერმა ვლადიმერ კარაპეტიანმა. ქართველო კოლეგის სომხეთში მოწვევა ტრადიციის გაგრძელებაა , როცა ახლად არჩეული მეზობელი ქვეყნის ოფიციალური პირი ვიზიტს ახორციელებს მეზობელ ქვეყანაში. კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ მისი დანიშვნის შემდეგ, გახარიამ სწრაფად გაუკეთა ორგანიზება მის ვიზიტს სომხეთში. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი, ასევე გვაქვს პრემიერ-მინისტრების მჭიდრო თანამშრომლობის ახლად ჩამოყალიბებული ტრადიცია. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობაა ურთიერთგაცნობისათვის და დარწმუნებული ვარ ეს ნაცნობობა გადაიზრდება საქმიან განხილვებსა და საინტერესო ორმხრივ ურთიერთობებში“-აღნიშნა სპიკერმა.