საზოგადოება

აღმასრულებელმა ორგანომ დაამტკიცა სომხეთის სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების 2019-2023 წლეების სტრატეგია

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების სტრატეგია 2019-2023 წლეებისათვის .  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ რაფიკ გრიგორიანმა მთავრობის 10 ოქტომბრის სხდომაზე წარადგინა.

„სტრატეგია ითვალისწინებს რადიკალურ ცვლილებებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და სასამართლო ხელისუფლების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. სტრატეგიაში გათვალიწინებულია სომხეთის სასამართლო და იურიდიული სისტემის არსებული პრობლემები, საერთაშორისო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვებები და რეკომენდაციები, სასამართლო რეფორმის მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის საერთო მიზანი, მისი ცალკეული სტრატეგიული მიზნები და მათი შესაბამისი სტრატეგიული მიმართულებები“, – თქვა გრიგორიანმა.

სტრატეგიის საფუძველზე შედგენილია სამი სამოქმედო გეგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button