ეკონომიკა
ერევანში დაიწყო კონფერენცია სომხეთ – დიასპორის საქმიანი ურთიერთობების შესახებ

ერევანში მუშაობა დაიწყო სომხეთ-დიასპორის ბიზნეს ურთიერთობების მე -4 -ე კონფერენციამ. როგორც გვაცნობეს დიასპორის უმაღლესი კომისრის აპარატიდან კონფერენციაში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდა 197 მონაწილე , რომლიდანაც 110 სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სომეხი ბიზნესმენები არიან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს სრ ვიცე -პრემიერი ტიგრან ავინიანი.
კონფერენციაზე საუბარი იქნება სომხეთის ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის მონაწილეობაზე, სომხეთ-დიასპორის ბიზნესის დღის წესრიგის ეფექტურობის ამაღლებაზე, ახალ შესაძლებლობებზე და სომხეთის ინოვაციურ ქვეყნად გადაქცევის პერსპექტივებზე.