მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა შეაჩეროს თურქეთის არალეგალური ოპერაცია სირიაში

სომხეთის რესპუბლიკა გმობს თურქეთის შეიარაღებული ძალების შეჭრას სირიის რესპუბლიკაში.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის მთავრობის 10 ოქტომბრის სხდომაზე.

”გუშინ თურქეთის შეიარაღებული  ძალები  სირიის არაბეთის რესპუბლიკაში შეიჭრნენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა გმობს ამ მოქმედებასდა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ სიტუაციით, რადგან, ჩვენი შეფასებით, ეს ქმედება გააღრმავებს სირიაში ჰუმანიტარულ კრიზისს.  ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღონ ეფექტური ზომები ამ უკანონო მოქმედების შესაჩერებლად,  თურქეთ -სირიის  საზღვარზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებების დასაცავად“, – და დაუმატა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ დახურული კარების მიღმა  განიხილავენ სირიაში შექმნილ სიტუაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button