პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქმენეთს

11 ოქტომბერს დედაქალაქ აშგაბადში დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს რეგულარულ სხდომაში მონაწილეობის მიღების მიზნით სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 10 ოქტომბერს საღამოს სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს.
სომხეთის პრემიერ მინისტრი დაესწრება დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომებს ვიწრო და გაფართოებული ფორმატით და გამოვა სიტყვით.

ნახეთ მეტი
Back to top button