სომხეთი გმობს თურქეთის სამხედრო თავდასხმას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რაც გამოიწვევს რეგიონალური უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუარესებას, მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეთა შორის, დევნილთა დიდ ნაკადს და საბოლოოდ, ახალ ჰუმანიტარულ კრიზისს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სადაც ნათქვამია: ”განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. ეს თავდასხმა ასევე ადამიანის უფლებების მასობრივი და მძიმე დარღვევაა. სომხეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას არ დაიშურონ ძალისხმევა თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე შეჭრის შესაჩერებლად, მასობრივი სისასტიკეების თავიდან ასაცილებლად და თურქეთის მოსაზღვრე სირიის მოსახლეობის დასაცავად. სომხეთი მხარს უჭერს სირიის ერთიანობას და სუვერენიტეტს, მოუწოდებს თავი შეიკავონ სირიისა და მისი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო შეტევებისგან. სომხეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მეგობარი სირიელი ხალხის მიმართ“.
მსგავსი სტატიები
წელს სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბიუჯეტში 93 მილიონი დოლარით მეტი შეიტანა, ვიდრე მიიღო
01.11.2024, 10:34
აზერბაიჯანის მთავრობამ ადგილობრივ მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ მითითებები მისცა
01.11.2024, 09:22
სრულიად სომეხთა კათოლიკოსი მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ხალხებს COP29-ის წინა დღეებში შეუერთდნენ ბაქოში დაკავებული სომეხი ტყვეებისა და პატიმრების განთავისუფლებისათვის ლოცვას
01.11.2024, 08:05
ნახეთ ასევე
Close