მთავარიპოლიტიკა

სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მიღწევები დამაიმედებელია. აშშ კონგრესმენები

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სომხურ საკითხებზე მომუშავე კომისიის  წევრები ჯექი სპირი და ჯუდი ჩუ.

როგორც იუწყების სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან,  საუბრისას ნიკოლ ფაშინიანი  შეეხო სომხეთის  სხვადასხვა სფეროში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს და ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატია არის სომხური საზოგადოების რწმენა და  ღირებულებითი სისტემა. სომხეთი გააგრძელებს  რეფორმებს დემოკრატიის განსამტკიცებლად, ხოლო საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ამ დღის წესრიგის სწრაფ და წარმატებულ განხორციელებას.

აშშ-ს კონგრესმენებმა ჯექი  სპერმა და ჯუდი ჩუმ აღნიშნეს, რომ სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდგომი პერიოდის შედეგები იმედის მომცემია, ხოლო შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს პრემიერ -მინისტრ ფაშინიანს და მის მთავრობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.  გარდა ამისა, ჯექი სპირმა და ჯუდი ჩუმაც ილაპარაკეს არცახში მათი ვიზიტის შედეგების შესახებაც,   აღნიშნეს, რომ მათზე  მეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  არცახში არსებულმა მშვიდობიანმა გარემომ და მაღალმა მოქალაქეობრივმა შეგნებამ.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესმენთა ვიზიტი მთიან ყარაბაღში და მათი შეფასებები როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული მნიშვნელობისაა. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მთიან ყარაბაღში. მუშაობამ ამ მიმართულებით  ნაყოფი გამოიღო და არცახმა  ამ ბოლო დროს  მეტად დიდი წინსვლა უჩვენა ადგილობრივი ორგანოების არჩევნების  მსვლელობისას.

ნახეთ მეტი
Back to top button