საზოგადოება

სომხურ-რუსული ვარჯიშის დროს გამოყენებულ იქნა სომხური წარმოების 500 კგ ბომბი

9 ოქტომბერს სომხეთის სამხედრო პოლიგონზე „ბაღრამიანი“ ჩატარდა  სომხეთ-რუსეთის ერთობლივი ბატალიონის ტაქტიკურ- საბრძოლო ვარჯიშების ბოლო ეტაპი.  ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს სპიკერმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ჩანაწერი გააკეთა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

”დღეს სამხედრო ვარჯიშების  დროს სომხეთის საჰაერო ძალების სუ-25- ებმა შეასრულეს ძალიან ზუსტი და სანახაობრივი წარმოდგენა 500 კილოგრამიანი სომხეთის წარმოების ბომბების გამოყენებით”, – აღნიშნა არწრუნ  ჰოვჰანნისინმა

ფართო მასშტაბიანი წვრთნები მოიცავს თავდაცვით  და კონტრშეტევით  ძალებს, რომლებიც იყენებენ  დიდი რაოდენობით სახმელეთო და საჰაერო საბრძოლო ტექნიკას.

ნახეთ მეტი
Back to top button