მთავარიპოლიტიკა

აშხაბადში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრა

11 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში მყოფი  სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შავკათ  მირზოევს.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არის სომხეთისა და უზბეკეთის ლიდერების პირველი შეხვედრა ასეთი  ფორმატით დამოუკიდებლობის  გამოცხადების შემდეგი პერიოდისათვის.  ორივე მხარემ  გამოხატა  პოლიტიკური ნება და მზადყოფნა რათა სომხეთ- უზბეკეთის ურთიერთობებს  ახალი სტიმული მიეცეს.

შავკათ  მირზოევმა ხაზი გაუსვა,  რომ უზბეკეთი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობების განვითარებას და ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოყენებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად გასაცნობიერებლად, თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსისა და ხარისხის მისაცემად. ამ კონტექსტით უზბეკეთის პრეზიდენტმა შესთავაზა განიხილონ მთავრობათაშორისო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

            მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს , რომ საჭიროა  სომხეთ-უზბეკეთის პარტნიორობის განვითარება  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ სფეროებში, განიხილეს ამ სფეროებში ერთობლივი პროგრამების წამოწყების შესაძლებლობები. აღნიშნეს, რომ მომავალში საჭიროა განხილვები გაგრძელდეს მსუბუქი მრეწველობის, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებითაც.

ნახეთ მეტი
Back to top button