მიღებულია დეკლარაცია დსთ-ს წევრი ქვეყნების სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აშხაბადში, მონაწილეობა მიიღო დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს რეგულარულ სხდომაში. პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრა შედგა ვიწრო და გაფართოებული ფორმატით. შეხვედრაზე განიხილეს დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. მიღებულ იქნა დეკლარაცია დსთ-ის წევრი ქვეყნების სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ხელი მოეწერა მრავალ დოკუმენტს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც აღნიშნა:
”ჩვენ მივესალმებით დეკლარაციას სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართულია დსთ-ს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესების გაფართოებაზე. დოკუმენტში მოცემულია თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები, რომელთა განსახორცილებლად, ჩემი აზრით, ჩვენ დაგვჭირდება თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობა, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში.
დეკლარაციაში მსურს კერძოდ გამოვყო ის მონაკვეთები, რომლებიც ხაზს უსვამენ ერთობლივი ძალისხმევების აუცილებლობას ფართო საერთაშორისო დიალოგის აღდგენის მიმართულებით, რომელიც მიმართულია საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაზე და წინააღმდეგია გამყოფი ხაზების, უნდობლობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფორმირების ხელშემწყობი მოქმედებების განხორციელების. და მე ვფიქრობ, რომ ასეთ სამიტებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაზრდა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის, და არა პირიქით, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ დიალოგის, ურთიერთდათმობის, ურთიერთრწმენის და ურთიერთპატივისცემის გზები ”.