
პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშგაბადში შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს. სრ პრემიერ–მინისტრის აპარატის ცნობით:
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთ-თურქმენული ურთიერთობების განვითარების გამო და აღნიშნა, რომ თურქმენეთი დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით და სხვადასხვა სფეროში კავშირების გაფართოებით.
სომხეთის პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქმენეთი არის სომხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა აზიაში, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აქვს ეფექტური, კონსტრუქციული ურთიერთობები და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგთან ჰარმონიულად უნდა გააქტიურდეს ეკონომიკური თანამშრომლობაც.
სომხეთის პრემიერ–მინისტრი და თურქმენეთის პრეზიდენტი შეეხნენ თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და სავაჭრო ბრუნვას, სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის რეალიზაციას. განიხილეს ნახშირწყალბადების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.