კულტურამთავარი

იწყება ფორუმ „ავრორას“ ღონისძიებები

ფონდი „აღმოსავლური ისტორიული მემკვიდრეობის აღორძინება“ ფორუმ  „ავრორას“ ფარგლებში აწყობს ერთ – ერთ პირველ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება 14-21 ოქტომბერს სომხეთსა და არცახში სადაც ერთად შეიკრიბებიან  მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები სოციალურ, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროებში.

IDeA ფონდის ცნობით, დღეს დონორები და მეგობრები შუშში დაესწრებიან საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება  შუშში, ზედა გოჰარის მეჩეთის ისტორიული ძეგლის დასრულებას.

2014 წელს, „აღმოსავლური ისტორიული მემკვიდრეობის აღორძინების“  ფონდმა დაიწყო ზედა მეჩეთის რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა  ფონდ „სომხეთის განვითარების ინიციატივებისა“  (IDeA)  და არცახის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის შედეგად  გოჰარ  ქალბატონის  ზემო მეჩეთი მთლიანად აღდგენილია, შენარჩუნებულია მისი თავდაპირველი გარეგნობა. ასევე მთლიანად განახლებულია მეჩეთის მახლობლად მდებარე მედრესის შენობა (სასულიერო სკოლა), მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია გაფართოვდა და გარემონტდა, აშენდა პარკი.

აღსანიშნავია, რომ ფონდის სახსრებით ახლახან დასრულდა წმინდა თადევოსის მონასტრის სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. წმ. თადევოსის  სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო – დასავლეთ ირანში, რომელსაც  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  გააჩნია სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის და არის უნიკალური სრულიად ქრისტიანთა სალოცავი ადგილი. 2008 წელს მონასტერი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button