საზოგადოება

მოველით ახსნა-განმარტებას: ანნა ნაღდალიანი სომეხი ჟურნალისტების საქართველოში შესვლის დაბრკოლებაზე

ერევანი, 14 ოქტომბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის, რომ ჟურნალისტებს  საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისას დაბრკოლება შეექმნათ.  ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს, სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს  სპიკერმა ანნა ნაღდალიანმა წარმოადგინა დეტალები Epress- ის ვებსაიტის  ჟურნალისტების საქმესთან დაკავშირებით, რომ მათ დაბრკოლება შეექმნათ საქართველოში შესვლაზე.

„პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი ვართ, ჩვენი საელჩო საქართველოში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა  ქართველ კოლეგებს. საკითხისადმი ჩვენი მიდგომები წარმოდგენილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ველოდებით ქართულ მხარისაგან  ამ საკითხის გარკვევას. პასუხის მიღებისთანავე  ჩვენი საელჩო საქართველოში გააკეთებს შესაბამის განცხადებას. ”- თქვა ანნა ნაღდალიანმა.

უფრო ადრე მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ 11 ოქტომბერს Epress.am-ის  ჟურნალისტები  ოთხ საათზე მეტ ხანს დააკავეს საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნინოწმინდა-ბავრა გამსვლელ პუნქტში, რის შემდეგაც აუკრძალეს საქართველოში შესვლა.

ნახეთ მეტი
Back to top button