პოლიტიკა

“ნუბას გული”. სპეციალური ჩვენება ერევანში

“სამყაროს რეფორმირებით” სახელწოდების მქონე სატელევიზიო შოუებისა და კინოს ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 15 ოქტომბერს ერევანში, სპეციალური ჩვენებით წარმოდგენილი იქნება ქენეტ ქარლსონის ფილმი “ნუბას გული”.  კინოთეატრ ,,მოსკოვში“ მოსალოდნელ ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ ფილმის მთავარი გმირი,  ჰუმანიტარული ინიციატივის ,,ავრორის“ პრეზიდენტი, 2017 წლის  ჰუმანიტარული ინიციატივის ,,ავრორის“ ლაურეატი, ექიმი  თომ კატინა და კინორეჟისორი ქენეტ კარლსონი.

,,ნუბას გული“ არის მოთხრობა ამერიკელი ექიმის თომ კატინას შესახებ, რომელიც თავდაუზოგავად ემსახურება  ომის შედეგად დაზარალებულ, დავიწყებულ სუდანის ადამიანთა საჭიროებებს. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ფაქტიურად შთააგონებს მოძრაობას, რომლის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა. მან შემოიტანა შემოწირულობებით თითქმის 600,000 აშშ დოლარი, რომლის მთლიანად 100% დაიხარჯა სუდანის სამხრეთით მდებარე საქველმოქმედო ჰოსპიტალში ,,მოწყალების დედა“  სამკურნალო საშუალებებზე, პერსონალის მომზადებაზე და სხვა საჭირო საჭიროებებზე.

ფილმის პოპულარობამ ზეწოლა მოახდინა სუდანის პრეზიდენტ ომარ ჰასან ალ-ბაშირზე. ნახა რა “ნუბას გული”, მან თქვა: ”,,ნუბას გული“ არის ცეცხლის შეწყვეტის მთავარი მიზეზი ნუბასა და ცისფერ ნილოსის მთებში.”

ნახეთ მეტი
Back to top button