ეკონომიკამთავარი

საერთაშორისო კონფერენცია ბლოკჩეინ ChainPoint19-ით ერევანში დაიწყო ფორუმი „ავრორა“

ფორუმ „ავრორას“  ფარგლებში ერევანში  დაიწყო  საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე „ბლოკჩეინ ChainPoint19 “. ეს კონფერენცია სომეხ და  სხვა ეროვნების სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს განიხილონ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების დადებითი მხარეები და განავითარონ მათ ირგვლივ არსებული  ჰიპოთეზები.

 „არმენპრესის“  გადმოცემით, კონფერენციის გახსნაზე  სიტყვით  გამოსულმა სრ ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან  ხაჩატრიანმა  აღნიშნა, რომ  კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული განხილვები  ეძღვნება სამომავლო ტექნოლოგიებს.

 „მოვისმენთ  მრავალ საინტერესო აზრებს, თუ რა უპირატესობებს აღწევენ  ფინანსური და არაფინანსური ორგანიზაციები  ბლოკჩეინური  ტექნოლოგიების გამოყენებით, თუ როგორ ხდებიან მთავრობები ამ პროცესის მონაწილედ,  როგორ ხდიან თავიანთ მართვის სისტემას უფრო ინოვაციურს“- ხაზი გაუსვა ხაჩატრიანმა.   საერთაშორისო კონფერენცია „ბლოკჩეინ ChainPoint19“-მა უმასპინძლა ბლოკჩეინის სომხურ ასოციაციას „Nooor“. დღეისათვის ის კავკასიაში ამ სფეროში ჩატარებული  ყველაზე დიდი საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც აერთიანებს ბლოკჩეინის მოწინავეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button