კულტურა

ჩვენი დროის ლეგენდარული კომპოზიტორები ჩამოვლენ ერევანში

სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრ იწარმოგვიდგენს  ახალ მეგაპროექტს.  1-9 ნოემბერს სომხეთში გაიმართება კომპოზიტორთა ფესტივალი  თემაზე  „თანამედროვე  კლასიკა“. როგორც გვაცნობეს სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრიდან  ამ დღეებში ერევანში ჩამოვლენ ჩვენი დროის ლეგენდარული კომპოზიტორები  ციგან ჩენი,  ქშიშტოფ პენდერეცკი, ალექსეი შორი,  გეორგეს პელეცისი, ალექსანდრ ჩაიკოვსკი,  და კარლ ჩენკინსი.  ეს კომპოზიტორები კლასიკური მუსიკის ჩვენი დროის გმირები არიან.

ეს მსოფლიოში პირველი ფესტივალია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა  მსოფლიო მუსიკის თანავარსკვლავედის ნახვისა.   ფესტივალის თითოეული კონცერტი ერთ კომპოზიტორს მიეძღვნება, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება  საავტორო  ნამუშევრები.

ერთი  საღამო  კი  მიეძღვნება დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას, რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button