მთავარიპოლიტიკა

ცნობილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის პროგრამა

პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწვევით, საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთს. ამის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი.

ოფიციალური მისასალმებელი ცერემონიის შემდეგ, სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები გამართავენ ცალკე საუბარს, რასაც მოჰყვება გაფართოებული შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრები  გააკეთებენ  განცხადებებს, შეაჯამებენ  მოლაპარაკებების შედეგებს მედიის წარმომადგენლებისთვის.

ვიზიტისფარგლებში  გიორგი გახარია ასევე შეხვდება   სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს და  სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქს გარეგინ მეორეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ეწვევა წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს, სადაც პატივს  მიაგებს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

გახარიას რეგიონალური ტური 9 ოქტომბერს აზერბაიჯანიდან დაიწყო.სომხეთში ვიზიტის შემდეგ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვევა თურქეთს. გიორგი გახარია 2017 წელს ეწვია ერევანს, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი,  ხოლო 2018 წელს –  შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.

ნახეთ მეტი
Back to top button