მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები: იგორ პოპოვი (რუსეთი), ენდრიუ შოფერი (აშშ), შტეფან ვისკონტი (საფრანგეთი), ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი, იტყობინება სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი. თანათავმჯდომარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებს შორის ნდობის გაძლიერების კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო ხალხების მშვიდობისთვის მომზადების აუცილებლობასა და მისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button