სამხედრო ვარჯიშების შედეგად გაიზარდა ნდობა ჩვენი შეიარაღებული ძალებისადმი: ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კონსულტაცია ჩაატარა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, რომლის დროსაც შეჯამდა სტრატეგიული წვრთნების შედეგები 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე.
როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატიდან გვაცნობეს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოება დადებითად გამოეხმაურა ვარჯიშებს. ”ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა წარმოგვეჩინა ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობანი და გვეჩვენებინა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათდამი ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებს. ჩვენ ამაზე მრავალი წელია ვსაუბრობთ, როგორც თეორიული ფენომენი, მაგრამ პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა”.
პრემიერ -მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები და აგრძელებს შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის რეგულარული მიწოდების კურსს.
”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წვრთნების შედეგად,არა მარტო გაიზარდა საერთო ნდობა შეიარაღებული ძალებისა და ორგანიზაციული რესურსების მიმართ, არამედ გაიზარდა რწმენა კოლექტიური ძალის მიმართ, თვითონ შეიარაღებული ძალების პერსონალში და თუნდაც გენერალურ შტაბშიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია”. – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.