მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ მინისტრები დარწმუნებულნი არიან, რომ ურთიერთობები უკეთესად განვითარდება

საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან  შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის თითქმის მთელი წრე. ორმხრივი დღის წესრიგი ისეთი ფართო და გაჯერებულია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით  ყველა საკითხის განხილვის უზრუნველყოფა”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნა, შესაბამისად, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტი განვითარება თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი გარეგანი ფაქტორების გავლენისგან.

საქართველოს ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მან ისაუბრა ნიკოლ ფაშინიანთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

”ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონალურ საკითხებს და აღვნიშნეთ, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესია რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close