ეკონომიკამთავარი

„ხელოვნური ინტელექტი სპორტში“: კონფერენცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

დუბაის პრინცისა და დუბაის სპორტის საკითხებზე  საბჭოს  (DSC)  თავმჯდომარე  შეიხ  ჰამდან ბინ მუჰამმედ  ბინ რაშიდ ალ მაკტომის  მიწვევით სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი მონაწილეობს კონფერენციაში თემაზე “ხელოვნური ინტელექტი სპორტში”  (DAIS) , რომელიც მიმდინარეობს  14-15 ოქტომბერს დუბაიში. კონფერენცია ეძღვნება სპორტის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის  გადაწყვეტილებების დანერგვის საკითხებს.

როგორც გვაუწყეს მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტროდან, DAIS მსოფლიო დონის ღონისძიებაა, რომელიც მთავრობებსა და სპორტული ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს ხელოვნური  ტექნოლოგიების ირგვლივ.

ამ გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობენ  მაღალი თანამდებობის პირები, კომპანიების და ასოციაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები,  სპორტული ფედერაციების და ასოციაციების ხელმძღვანელები, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მთავარი ინვესტორები და სპორტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში  მინისტრი ჰაკობ არშაკიანი გამართავს რამდენიმე  ორმხრივ შეხვედრას მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან, ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სომხეთში განხორციელებული და შემუშავებული პროექტებითა და პროგრამებით. დაგეგმილია შეხვედრა ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელოვნური ინტელექტის მინისტრ ომარ ალ-ოლამასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button