მთავარიპოლიტიკა

ერევანში გაიმართა ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას შეხვედრა

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, უპ.ყოვლისა გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა გამართეს ცალკე შეხვედრა, რომელსაც მოჰყვა ვრცელი შემადგენლობით შეხვედრა.

”ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ბატონო გახარია, მოხარული ვარ, რომ მოგესალმებით ერევანში, როგორც ძმური ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრს. მიხარია, რომ ჩვენს შეხვედრამდე უკვე შევძელით თბილი და სამუშაო ურთიერთობების დამყარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარწმუნებულნი ვართ, დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო მეტად გაუმჯობესდება. თუ მკითხავენ, რა მიღწევები აღვნიშნე ჩემი წელიწადნახევრიანი პრემიერ-მინისტრობის განმავლობაში, პირველ რიგში, აღვნიშნავ საქართველოსთან ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბებას. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო პრემიერ-მინისტრო”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

”ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ნიკოლ, გმადლობთ თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ყოფნა. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი წინაპრების წინაშე, რომლებმაც ჩაუყარეს საფუძველი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების მეგობრობას. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ვალდებულებების შესრულებით, რაც ასევე აისახება ჩვენს მოქალაქეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობები, რომ განვავითაროთ კავშირები ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის”,- აღნიშნა თავის მხრივ გიორგი გახარიამ.

ცალკეული საუბრის დროს, ორი პრემიერ-მინისტრი შეეხო სომხურ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ მრავალ საკითხს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას,  ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის განვითარების თემებს.

ვრცელი შემადგენლობით შეხვედრის დროს, პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კერძო საუბრის დროს მათ შეძლეს საკითხების ფართო სპექტრის განხილვა. ”ამის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი შემდეგია: ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებული ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში დავაფიქსიროთ ახალი შედეგები და შევქმნათ სტრატეგიული განვითარების ხედვა”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ეფექტურად შეაფასა ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიები და აღნიშნა: ”ისინი ეხება ჩვენი ორი ქვეყნის ისტორიულ ფასეულობებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ქვეყნებში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისი  თქმით, აუცილებელია რეაგირების მოხდენა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რომლის სტაბილურობა მხოლოდ შეუწყობს ხელს რეგიონალური თანამშრომლობის ეფექტურობას.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატრანსპორტო კომუნიკაციის სფეროში შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ნიკოლ ფაშინიანმა და გიორგი გახარიამ გამოთქვეს რწმენა, რომ ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობას და კმაყოფილება გამოთქვეს ამ ბოლო ხანებში ადგილის მქონე სხდომის შედეგებთან დაკავშირებით.

მხარეებმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობა, კერძოდ, გოგავან-გუგუთისა და ბავრა-ნინოწმინდის გზატკეცილების რეკონსტრუქციის მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button