მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და გახარიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ორმხრივ მტკივნეულ საკითხებზე დაბალანსირებული პოზიციის შენარჩუნებას

სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის განსაკუთრებული საუბრისა და გახანგრძლივებული მოლაპარაკებების შემდეგ, შეხვდნენ მედიის წარმომადგენლებს და გააკეთეს პრეს-განცხადებები.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა:

„მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში უკვე შეამჩნიეს, რომ  ჩემი სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის   დღიდანვე სომხეთ-საქართველოს მეგობრული კავშირი ვითარდება    განსაკუთრებული სითბოთი, აქტიური და გულწრფელი  ურთიერთობებით,  ორმხრივ საინტერესო საკითხებზე უშუალო და საიმედო დიალოგით.  

На изображении может находиться: 1 человек, стоит и костюм

ყოველივე ეს გამოხატავს ჩემს იმ რწმენას, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  სომხეთისათვის. შემთხვევითი არ  იყო, რომ  პრემიერ-მინისტრის  პოსტზე არჩევის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი ჩავატარე საქართველოში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი კონტაქტების დინამიკა, ნდობის დონე, ისევე როგორც თქვენი ამჟამინდელი ვიზიტი, ბატონო პრემიერ -მინისტრო,  მიგვანიშნებს, რომ საქართველო ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან მის ურთიერთობებს.

მე დღეს პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ჩატარებულ  მოლაპარაკებებს ვაფასებ, როგორც მნიშვნელოვანსა და ეფექტურს. ამ მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ  ურთიერთობები ჩვენს შორის მაღალ დონეზეა და მიუხედავად ამისა ორივე მხარე მზადაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო  განსავითარებლად.

მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები  თითქმის მთელი მოცულობით. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და მდიდარია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით  ყველა საკითხის განხილვა.

ჩვენ  მაღალ შეფასებას  ვაძლევთ დროის დიდი ინტერვალის შემდეგ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისო კომისიის მუშაობის  განახლებას.  გამოვთქვით რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მოკლე ვადებში განხორციელდეს კომისიის მე -10-ე  სხდომის ოქმში გათვალისწინებული ღონისძიებები.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რამაც თავის მხრივ შეიძლება კარი გაუხსნას ფართო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

ჩვენ ხაზი გავუსვით სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ისე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალთახედვითაც.

ჩვენ ერთი აზრისანი ვართ ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხთან დაკავშირებით.  ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორმხრივი კონტაქტების  შენარჩუნება. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას,  ამ მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევა შევაფასეთ დადებითად.

სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გარეგანი ფაქტორებისაგან. ამ კონტექსტით  ჩვენ მიმოვიხილეთ რეგიონალური კონფლიქტები.  

ჩვენ აზრი ემთხვევა ერთმანეთს იმ საკითხში, რომ მათი ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი დარეგულირება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით

მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩვენი პოზიცია, რომ თითოეული კონფლიქტი თავისებურია და შესაბამისად, დარეგულირებაც უნდა მოხდეს მათი არსიდან გამომდინარე.  

ამ მიმართებით დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ  ორივე მხარისათვის  მტკივნეულ საკითხებში გაწონასწორებული პოზიციების შენარჩუნებას.

ძვირფასო ბატონო პრემიერ მინისტრო, მე მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხეთ-საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენ ერთობლივად შევინარჩუნებთ დადებით იმპულსს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაგრძელებისთვის, რაც უკვე ფაქტიურად გვაქვს კიდეც”.

На изображении может находиться: 1 человек, стоит и костюм

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა:  „რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ბევრ თემას შევეხეთ. უპირველეს ყოვლისა  ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე,  რომლებსაც დიდი ხნის ისტორია აქვთ და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება ეკონომიკაა. აქ ჩვენ კარგი წინსვლა გაგვაჩნია. ვისაუბრეთ ტრანსპორტზე, განვიხილეთ ენერგეტიკული მატარებლების საკითხში თანამშრომლობა და გამოვყავით კულტურის სფეროში თანამშრომლობის გზები.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონალურ საკითხებზე  და შევთანხმდით,  რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობა მიეცეს, რაც თავის მხრივ ჩვენი ხალხის მაღალი საყოფაცხოვრებო დონის საწინდარია.

სომხეთი მხარს გვიჭერს  ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობელი ვართ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური იმპულსი და გავაძლიეროთ ერთმანეთის მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა  კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში“.

ნახეთ მეტი
Back to top button