სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმაპარლამენტთაშორისო კავშირის 130-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ყველა პარლამენტარს ხმა აღიმაღლონ სირიაში შექმნილი ვითარების გამო.
სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ფეისბუქის თავის გვერდზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი საპარლამენტთაშორისი კავშირის 130-ე ასამბლეაზე მისი გამოსვლიდან, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:
”ამ მომენტში, როდესაც პლენარულ სხდომზე ვზივართ, ჩვენი ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, თურქეთი, ატარებს სამხედრო ოპერაციას სირიის ქურთებით დასახლებულ რაიონებში. რამდენიმე დღის განმავლობაში დაიღუპა ასობით ადამიანი და ათობით ათასი გახდა დევნილი. დღეს, ყამიშლისა და სირიის სხვა ქალაქებში, მოსახლეობა იმყოფება იგივე რისკის ქვეშ, როგორც ეს იყო 2014 წელს სირიის სომხურ ქალაქ კესაბში.
ბედის ირონიით, ეს უბედურებები ხდება იმავე ადგილას, იმავე გეოგრაფიულ მხარეში, სადაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩადენილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ნეშტები ნიადაგსა და ქვიშაშია ჩამარხული.
მე როგორც იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც მოესწრო და გადაურჩა XX საუკუნის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ უდიდეს ტრაგედიას, მოვუწოდებ ყველა პარლამენტარს ხმა აღიმაღლონ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებ ასამბლეის წევრებს მიიღონ ზომები. მოვუწოდებ საპარლამენტო კავშირს, როგორც ორგანიზაციას და აქ წარმოდგენილ ყველა პარლამენტს, არ გამოიჩინონ გულგრილობა, დაგმონ თურქეთის სამხედრო მოქმედებები და მოითხოვონ მათი შეჩერება“.