მთავარიპოლიტიკა

არმენ სარგსიანმა უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა უმასპინძლა ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფ  საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას და მის თანმხლებ დელეგაციას.
როგორც აუწყეს სრ პრეზიდენტის აპარატიდან, პირისდპირ საუბრისას, პრეზიდენტი სარგსიანი მიესალმა პრემიერ-მინისტრ გახარიას ვიზიტს სომხეთში  და მიულოცა რა პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით, მას უსურვა წარმატებები და გეგმების განხორციელება. შეეხო რა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს, პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ ეს ორი ხალხი ათასწლეული მეგობრობის ისტორიას ითვლის. ”მაგრამ ახლა ჩვენ XXI საუკუნის დასაწყისში ვართ. ახალი ხანა – ახალი პრობლემები. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი ორი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, ”- აღნიშნა მან.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის პრეზიდენტ სარგსიანს და გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გულწრფელი მისალმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი პირველი ვიზიტი სომხეთში და ჰქონდეს შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს ორ ხალხს შორის საუკუნოვანი კავშირებისუფრო მეტად გაღრმავებაში. ”ჩვენმა წინაპრებმა გააძლიერეს ჩვენი მეგობრობა, ჩვენ კი ახლა საქმეზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ. ჩვენ აქ ვართ იმ განზრახვით, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა გავლენას მოახდენს ჩვენი ხალხების კეთილდღეობაზე. ”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


სომხეთის პრეზიდენტ სარგსიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირისპირ შეხვედრას მოჰყვა ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. ”ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. და ჩემი დასკვნა იგივეა. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობები გაცილებით მეტია ”- აღნიშნა პრეზიდენტმა სარგსიანმა”. ჩვენ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მსურს ბატონი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებული იყოს, რომ როგორც სომხეთის ხალხი, ისე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად იქცეს”.


თავის მხრივ, პრემიერ მინისტრმა გახარიამ აღნ იშნა: ”ჩვენ განვიხილეთ, თუ რა უნდა გააკეთონ ჩვენმა ახალგაზრდებმა და მოქალაქეებმა, რომ იყვნენ გამბედავი გლობალურ, კონკურენტუნარიან სამყაროში, გამოიყენონ დღის ყველა შესაძლებლობები და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და ინიციატორულები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ამ კონკურენციის გადალახვა. ჩემთვის, პრაქტიკაში ეს ნიშნავს მჭიდრო ურთიერთობას ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის, განათლების სფეროში. ”


ხაზგასმით აღნიშნეს რა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის შედეგები ორი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება, მხარეებმა მნიშვნელობა მიანიჭეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის განხორციელებას.
მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს  ახალი ტექნოლოგიების, განათლებისა და მეცნიერების, სურსათის უვნებლობის დარგებში, ასევე საპრეზიდენტო ინიციატივების ფარგლებში ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close