მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს

15 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი  შეხვდა  საქართველოს დელეგაციის ფარგლებში სომხეთში ჩამოსულ თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს. ამის შესახებ ინფორმაცია სავრცელებს  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატი.

„მხარეები შეეხნენ ორმხრივ საინტერესო საკითხებს  საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან  ყველა მიმართულებით გააღრმავონ  ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი თანამშრომლობა.

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობისა და დიალოგის შესახებ.

დეტალურად განიხილეს რეგიონალური ვითარება და არსებული გამოწვევები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას“-აღნიშნულია  ტექსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button