ეკონომიკა

სრ პრემიერ–მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური ინოვაციების ფორუმის გახსნაში

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიური კონფერენციის “გლობალური ინოვაციების ფორუმი 2019. ინტელექტის ტრანსფორმირებით” გახსნის ცერემონიალში.
როგორც იუწყებიან სრ პრემიერ–მინისტრის აპარატიდან, მიესალმა რა გლობალური ინოვაციების ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და სტუმრებს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთის რესპუბლიკაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას ადამიანური და ტექნოლოგიური ურთიერთობების მოწესრიგებისა და განვითარების თვალსაზრისით.
ღონისძიებას დაესწრო 90-ზე მეტი მეცნიერი, ინოვაციისა და ბიზნესის წარმომადგენლები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. ,,GIF19: Transforming Intelligence’’-ს მიზანია მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების და მეწარმეების გაერთიანება მთელს სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე  მეცნიერების, ინდუსტრიის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის  კავშირის ხელშეწყობა. ფორუმზე  საუბარი გავრცელდება ტექნოლოგიების მიღწევებზე, ხელოვნური ინტელექტის დემონსტრირებაზე, ადამიანის, სოციალური, საქმიანი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროების ტრანსფორმაციასა და განვითარებაზე მათ პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენაზე  და სხვა თემების გარშემო.

ნახეთ მეტი
Back to top button