ეკონომიკამთავარი

უმსხვილესი ევროპული ავიაკომპანია Ryanair-ი შემოდის სომხეთის საჰაერო ბაზარზე

ევროპის უმსხვილესი ირლანდიის ბიუჯეტური  ავიაკომპანია Ryanair-ი  შემოდის  სომხეთის საავიაციო ბაზარზე.

როგორც “არმენპრესი ” იუწყება, კომპანიის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი რეისი განხორციელდება 14 იანვარს, რომელიც ერევანს რომთან და მილანთან დააკავშირებს, შემდეგ მარტის ბოლოდან დაემატება ბერლინი, ხოლო გიუმრი გერმანიის ქალაქ მემინგენს  დაუკავშირდება მარტის ბოლოდან.

”ჩვენი კომპანია ევროპაში უდიდესია. ჩვენ ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს. ჩვენთვის  კომერციული ინტერესის გარდა, მნიშვნელოვანია ინტეგრაცია. გვაქვს 86 საბაზო  პუნქტი. ეს საშუალებას იძლევა  სომხეთი  დავუკავშიროთ ამ ქალაქებს.

 Ryanair- ის კომპანიების ჯგუფი შედგება ოთხი ავიაკომპანიისაგან, რომელსაც ჰყავს  500 თვითმფრინავი. ჩვენ ფრენებს ვახორციელებთ  234 აეროპორტის საშუალებით ”, – თქვა დევიდ ბრაიენმა.

მისი თქმით, სომხეთი ავიაკომპანიის მე -40-ე  ქვეყანა ხდება. ბილეთის ყველაზე დაბალი ფასია 4.99 ევრო, ხოლო საშუალო ფასი  35 ევროა.

ნახეთ მეტი
Back to top button