პოლიტიკა

WCIT 2019-ს რამდენიმე მონაწილემ გამოთქვა სურვილი ინვესტიცია განახორციელოს სომხეთში

სომხეთში  ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენციის  „WCIT 2019“   რამდენიმე სპიკერმა გაუგზავნა შეტყობინება წამყვანი ტექნოლოგიების ინდუსტრიის  კავშირს (UITE), სადაც წერია, რომ მათ სურთ ქვეყანაში ინვესტიცია განახორციელონ. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა ალექსანდრე ესაიანმა.

”კონფერენციამბმმოლოდინი გაამართლა. ჩვენ ყველა მომხსენებელს   ვესაუბრებით, ინდივიდუალურად განვიხილეთ თითოეულის ინტერესები. ზოგიერთმა უკვე გაგზავნა  წერილი, რომ სურთ ინვესტიცია განახორციელონ სომხეთში როგორც კომპანიისთვის, ასევე ვენჩორული ფონდებისათვისაც ”, – თქვა ესაიანმა.

ესაიანს  არ გამოუქვეყნებია ინვესტიციის მსურველთა სახელები, მაგრამ აღნიშნა, რომ მსურველთა რაოდენობა 4-ზე მეტია.

ნახეთ მეტი
Back to top button