კულტურამთავარი

თბილისში წარმოდგენილი იქნება სირიელი სომეხი ოსტატების ნამუშევრები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სირიელი სომეხთა კავშირი და საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“  20 ოქტომბერს მოაწყობენ  სირიელ   სომეხ ხელოვანთა  გამოფენას  თემაზე  „სირიული სომხური ხელოვნების ყლორტები“ , გამოფენა  გაიხსნება სომხეთის სამოციქულო  ეპარქიის  საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში „ჰაიარტუნ“. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს  სამინისტროს ფეისბუქის გვერდი.

წარმოდგენილი იქნება 20 სირიელი სომეხი ოსტატის სახელოვნო  და სახელოსნო ნამუშევრები  ოქრომჭედლობის, ქარგვის, ტკბილეულის დამზადების,  კერვის, მძივებით ქარგვის სფეროებში

გამოფენის მთავარი მიზანია სომხური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ხალხური ოსტატების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწ ყობა.

ნახეთ მეტი
Back to top button