ეკონომიკამთავარი

ტიგრან ავინიანმა და ნუბარ აფეიანმა განიხილეს სომხეთის მეცნიერულ- ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები

სრ ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა მიიღო ამერიკელი სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ნუბარ აფეიანი. ამის შესახებ იტყობინება ვიცეპრემიერ-მინისტრის აპარატი. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ,,გლობალური ინოვაციების ფორუმი 2019. ინტელექტის  გარდაქმნით“ ღონისძიების დაწყებას სომხეთში, რომელმაც ერთ ჭერქვეშ გააერთიანა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროს წამყვანი პროფესიონალები და მეწარმეები.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს სომხეთში სამეცნიერო-ტექნოლოგიების განვითარებასთან და ქვეყანაში ინოვაციების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ხელოვნურ ინტელექტს და ამ სფეროში სომხეთის  წამყვან ქვეყნად გახდომის შესაძლებლობებს.

ასევე განიხილეს სომხური სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიული უნარების და ბიზნეს ქსელის გამოყენება სომხეთ-დიასპორა პარტნიორობის განმტკიცების სასარგებლოდ.

ნახეთ მეტი
Back to top button