მთავარიპოლიტიკა

ანა ნაღდალიანი შეეხო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს

სრ საგარეო საქმეთა მინისტრი პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი შეეხო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის Izvestia– სთვის მიცემულ ინტერვიუს.
ანა ნაღდალიანის კომენტარი განთავსებულია სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.
კითხვა: თავის ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა “იმედგაცრუება” სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოლო შეხვედრის გამო და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების საფუძველია მადრიდის პრინციპების საფუძველზე შედგენილი ყაზანის დოკუმენტი. გთხოვთ კომენტარი გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით.
პასუხი: რაც შეეხება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, მინდა უბრალოდ შევახსენო ის, რომ ”ყაზანის დოკუმენტი” თავად აზერბაიჯანმა უარყო. ჩვენ თანმიმდევრულად წარმოვადგინეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია და მიდგომები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესისადმი, რომლებშიც უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება არცახის უსაფრთხოებას და სტატუსს. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ჩვენი დღის წესრიგის გარშემო.


კითხვა: თავის ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა წარმოშობით სომხების აზერბაიჯანში სტუმრობის პრობლემებზე, წარმოადგინა რა პრობლემის მოგვარების უნიკალური ვარიანტი. რა კომენტარს გააკეთებთ ამასტან დადკავშირებით?

პასუხი: ჩვენთვის ახალი არ არის ის, რომ სომხები აზერბაიჯანში დისკრიმინაციის სამიზნეს წარმოადგენენ. სინამდვილეში, თავის ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღიარებს წარმოშობით სომეხთა მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის არსებობას, რომლის შესახებ არაერთხელ გამოითქვა სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ეუთო/დიაუო–ს მიერ. აზერბაიჯანელი ოფიციალური პირის თქმით, არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკის მართვის საუკეთესო საშუალება აზერბაიჯანში ყოველი სომეხის შესვლა მოლაპარაკების საკითხად გახდომაა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close