ეკონომიკა

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-სომხეთის სავაჭრო პარტნიორობის კომიტეტის მეორე სხდომა

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-სომხეთის სავაჭრო პარტნიორობის კომიტეტის მეორე სხდომა.

სხდომის თანათავმჯდომარეები იყვნენ: სომხური  მხარიდან სრ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვაროს სიმონიანი, ევროპული მხრიდან, ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის განყოფილების გამგე პეტროს სურმელისი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (გზების რუქები) შემდეგ სფეროებში: საქონლით ვაჭრობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები, მომსახურებით ვაჭრობა, დაფუძნება და ელექტრონული კომერცია, მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვები, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება, კონკურენცია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, გამჭვირვალობა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close