მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია

ტარდება უშიშროების საბჭოს წინასწარ დაგეგმილი სპეციალური სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.

სომხეთის პრემიერ- მინისტრის აპარატის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: „ჩვენი სხდომა დაემთხვა რეგიონში მიმდინარე  მოვლენებს და დღეს ჩვენ გვექნება დისკუსიები ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე  გავცვლით მოსაზრებებს და ინფორმაციას ჩვენს ბოლოდროინდელ საერთაშორისო კონტაქტებთან დაკავშირებით, ასევე ვიმსჯელებთ,  თუ რა ვითარებაშია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი. უშიშროების საბჭოს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ  ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები.  დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მიღებული  გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button